saqarTvelos uReltexilebi - abuxalos uReltexili

კოორდინატები 41°48`55` ჩ. გ. 43°47`21` ა. გ.
ტერიტორიული ერთეული ქარელის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2200 მ
ქედი თრიალეთის ქედი

 

უღელტეხილი საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარეების  ტანისა და ძამის წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2200 მ. გადასასვლელი მდინარე ტანის (ატენის ხეობის) სათავეებიდან (გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურიდან) მდინარე ძამის ხეობაში (ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ გვერძინეთში). უღელტეხილის სამხრეთით გვირგვინას ქედზე არის ამავე სახელწოდების მწვერვალი (ზღვის დონიდან 2250 მ).